შეხვედრა მოსახლეობასთან

ოქტომბერი 16, 2026

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი გია ანთაძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ღურჯუმელიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ნატანების ადმინისტრაციული ერთეულის ნარუჯის უბნის მოსახლეობას შეხვდა.

მოქალაქეებს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების დაფინანსებით, ნატანებში მიმდინარე პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ასევე, ისაუბრეს ახალ ინიციატივებსა და პროგრამებზე, რომელთა განხორციელება უახლოეს პერიოდში დაიწყება.

შეხვედრა მოსახლეობასთან

სიახლეები