ვარდისფერი ოქტომბერი

ოქტომბერი 24, 2026

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და მერის მოვალეობის შემსრულებელი გია ანთაძე, საქართველოს პარლამენტის წევრებთან - ნინო წილოსანთან, რიმა ბერაძესთან და ირმა ზავრადაშვილთან ერთად, ტექნოპარკის შენობაში „ვარდისფერი ოქტომბრის“ დასკვნით ღონისძიებას დაესწრნენ.

ღონისძიების მიზანი ძუძუს კიბოს პრევენციის, ადრეული დიაგნოსტიკისა და რეგულარული სკრინინგის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იყო.

შეხვედრის მონაწილეებმა დამსწრეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. ყურადღება გამახვილდა ემოციური და ოჯახური მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

ღონისძიება სოლიდარობის აქციით - ცოცხალი ჯაჭვითა და ვარდისფერი ბუშტების გაშვებით დასრულდა.

კამპანიის დასკვნით შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვარდისფერი ოქტომბერი

სიახლეები

სიახლე შეხვედრა მოსახლეობასთან
სიახლე ანგარიშების წარდგენა

ანგარიშების წარდგენა

ოქტომბერი 26, 2026
ისარი
სიახლე ანგარიშების წარდგენა

ანგარიშების წარდგენა

ოქტომბერი 23, 2026
ისარი
სიახლე ბიუროს სხდომა

ბიუროს სხდომა

ოქტომბერი 23, 2026
ისარი