ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
- ოზურგეთი
- მერია
- საკრებულო
-
მერიის სამსახურები
- მერიის სამსახურები
- ადმინისტრაციის სამსახური
- განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური
- ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სამსახური
- ეკონომიკური განვითარების სამსახური
- საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური
- შესყიდვების სამსახური
- შიდა აუდიტის სამსახური
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების სამსახური
- საჯარო ინფორმაცია
- სერვისები
- პრესცენტრი
ბიუროს სხდომა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით კიკვაძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული 7 საკითხი განიხილეს.
საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში განხილვა-დამტკიცების მიზნით აისახა შემდეგი სამართლებრივი აქტების პროექტები: ,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ”; ,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების თაობაზე და მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის IV კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ. აგრეთვე, საკრებულო იმსჯელებს ,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავის ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ” განკარგულებაში ცვლილების განხორციელების თაობაზე.
სხდომაზე, მოისმენენ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ ამომრჩევლებისთვის ყოველწლიური ანგარიშის ჩაბარების შესახებ.
ასევე, ბიუროს გადაწყვეტილებით, შესაბამისი დარგობრივი კომისია განიხილავს ,, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სტიქიის პრევენციის მიზნით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, განსახორციელებელი და დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების თაობაზე“ განკარგულების პროექტს.
საკრებულოს მორიგი სხდომა 28 ოქტომბერს, 11:00 საათზე გაიმართება.
