ინფრასტრუქტურული პროექტები

ნოემბერი 14, 2026

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე და მერის მოვალეობის შემსრულებელი გია ანთაძე, ქალაქ ოზურგეთში მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაციასა და სპორტული მოედნის მშენებლობის პროცესს გაეცნენ. მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე, დოლიძის ქუჩაზე მდებარე საჭიდაო დარბაზში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.

სამივე პროექტი, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, რისთვისაც ჯამში 1 377 000 ლარზე მეტი დაიხარჯება.

ინფრასტრუქტურული პროექტები