საკრებულოს სხდომა

ოქტომბერი 28, 2026

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა, დამტკიცდა ,, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სტიქიის პრევენციის მიზნით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან განსახორციელებელი და დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების თაობაზე“ განკარგულების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს დაბა ურეკში (წვერმაღალა) სანიაღვრე არხის რეაბილიტაციას და სოფელ მერიაში (გოგორეთი) განსახორციელებელ სამუშაოებს.

აგრეთვე, დამტკიცდა შემდეგი

სამართლებრივი აქტების პროექტები: ,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ”; ,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების თაობაზე” და “მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის IV კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ”. ცვლილება განხორციელდა ,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავის ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ” განკარგულებაში.

ასევე, საკრებულომ მოისმინა და ცნობად მიიღო ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ ამომრჩევლებისთვის ყოველწლიური ანგარიშის ჩაბარების შესახებ.

საკრებულოს სხდომა

სიახლეები

სიახლე ანგარიშის წარდგენა

ანგარიშის წარდგენა

ოქტომბერი 30, 2026
ისარი
სიახლე ანგარიშების წარდგენა

ანგარიშების წარდგენა

ოქტომბერი 29, 2026
ისარი
სიახლე კომისიის სხდომა

კომისიის სხდომა

ოქტომბერი 28, 2026
ისარი