„გურიის თასი 2026“

ნოემბერი 17, 2026

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, მერის მოვალეობის შემსრულებელი გია ანთაძე და საკრებულოს თავმდჯომარის პირველი მოადგილე დავით კიკვაძე ოზურგეთის საჩოგბურთო ცენტრში გამართულ ტურნირს - „გურიის თასი 2026“-ის ფინალურ შეხვედრას დაესწრნენ.

ტურნირი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიებში გამოვლინდნენ:

ერთეულთა თანრიგი:

I ადგილი - ზვიად კალმახელიძე (2 000 ლარი);

II ადგილი - ედუარდო დოს სანტოს (1 000 ლარი);

წყვილთა თანრიგი:

I ადგილი - თარაშ კიკალეიშვილი და ნიკა შერგელაშვილი (2 000 ლარი);

II ადგილი - ზურა პაქსაძე და თაზო არეშიძე (1 000 ლარი).

„გურიის თასი 2026“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს ჩოგბურთის ასოციაციისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების მხარდაჭერით გაიმართა.

„გურიის თასი 2026“