კომისიების ერთობლივი სხდომა

ნოემბერი 18, 2026

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო.

დღეს, მომავალი წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტზე, საკრებულოს აგრარულ საკითხთა და ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსების საკითხების და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიების ერთობლივ სხდომაზე იმსჯელეს.

მერიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტი 52 მილიონ 440 ათას ლარს შეადგენს  და ის შემდეგ პრიორიტეტებში გადანაწილდება:

ინფრასტრუქტურის განვითარება;

დასუფთავება და გარემოს დაცვა;

განათლება, კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი;

ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა;

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა.

საკრებულოს  წევრებმა გამოთქვეს მოსაზრებები, წარმოადგინეს რეკომენდაციები, რომლებიც შესაბამის დასკვნებში აისახება და მუნიციპალიტეტის მერიას გადაეგზავნება.

კომისიების ერთობლივი სხდომა