კომისიის სხდომა

ნოემბერი 19, 2026

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა მიმდინარეობს.

მომავალი წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტზე საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე იმსჯელეს.

სხდომაზე ყურადღება გამახვილდა ბიუჯეტის პარამეტრებსა და იმ ქვეპროგრამებზე, რომლებიც დარგობრივი კომისიის უფლებამოსილებას განეკუთვნება. აგრეთვე, საკრებულოს წევრებმა დეტალური ინფორმაცია მოისმინეს დაგეგმილი პროგრამებისა და ღონისძიებების შესახებ.

მერიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტი 52 მილიონ 440 ათას ლარს შეადგენს, რომელიც პრიორიტეტებში გადანაწილდება.

დარგობრივი კომისიის წევრებმა გამოთქვეს მოსაზრებები, წარმოადგინეს რეკომენდაციები, რომლებიც შესაბამის დასკვნაში აისახება და მუნიციპალიტეტის მერიას გადაეგზავნება.

კომისიის სხდომა

სიახლეები

სიახლე კომისიების ერთობლივი სხდომა
სიახლე კომისიის სხდომა

კომისიის სხდომა

ნოემბერი 18, 2026
ისარი
სიახლე „გურიის თასი 2026“

„გურიის თასი 2026“

ნოემბერი 17, 2026
ისარი